ახალი წევრების მხარდაჭერა აღთქმის გზაზე
„ჩვენი წმინდა მოვალეობაა მივიღოთ და მივესალმოთ ახალ და დაბრუნებულ წევრებს. მაშინ, როდესაც უფალი თავის საქმეს აჩქარებს, ჩვენ უნდა გვიყვარდეს, ვზრუნავდეთ და ვემსახურებოდეთ მათ, ვინც მიიღო მისი სახარება“.- უხუცესი ქვენტინ ლ. ქუქი, „უფალი აჩქარებს თავის საქმეს“

4 ნაბიჯი ახალი წევრებისთვის ნათლობის შემდეგ
ნათლობიდან პირველი კვირის განმავლობაში ამ ოთხი ნაბიჯის გადადგმა ტაძრის წეს-ჩვეულებებისა და აღთქმების მეშვეობით ქმნის გზას ოჯახების მარადიული გაერთიანებისთვის.
1
ახალი წევრი უნდა დამტკიცდეს ეკლესიის წევრად.
2
ახალმა წევრმა უნდა მიიღოს სატაძრო რეკომენდაცია ჩანა��ვლებითი ნათლობისთვის. თუ ახალი წევრი მამაკაცია, ის ჯერ აარონის მღვდლობაში უნდა იქნას ხელდასმული.
3
ხელმძღვანელები იყენებენ ოჯახური გვარის ასისტენტს, რათა წევრებს დაეხმარონ მათი ოჯახის წევრის სახელის უფლის სახლში წაღებაში.
4
ახალი წევრი მეურვეობის მეგობრებთან ერთად, მიწვეული უნდა იქნას უფლის სახლში თაყვანისსაცემად, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება.
*დაიწყეთ თქვენთვის ცნობილი გარდაცვლილი ოჯახის წევრით, რათა თავიდან აიცილოთ კვლევის ან დამატებითი ტექნოლოგიების საჭიროება.
მსახურების გაგრძელების გზები
ახალი წევრი ხელმძღვანელის დახმარებით ტაძრისა და ოჯახური ისტორიის კონსულტანტს გაეცნობა.
ტაძრისა და ოჯახური ისტორიის კონსულტანტები ეხმარებიან ახალ წევრებს შეიყვანონ მათთვის ცნობილი ინფორმაცია FamilySearch-ში, რაც მათთვის შექმნის ტაძრის ახალ შესაძლებლობებს ფუნქციაში - „წეს-ჩვეულებები მზადაა“.
დაეხმარეთ ახალ წევრებს, რომ სისტემატურად შეძლონ სიარული უფლის სახლში, სადაც მათ საშუალება ექნებათ, რომ თაყვანი სცენ ღმერთს და შეასრულონ წეს-ჩვეულებები მათი წინაპრებისთვის.
Family Name Assist-ი [ოჯახური გვარის ასისტენტი] ახალი წევრებისთვის
გამოიყენეთ ეს მარტივი ხელსაწყო, რომელიც დაგეხმარებათ ოჯახური ბარათების მომზადებასა და დაბეჭდვაში, ტაძარში ნათლობებისა და ეკლესიის წევრად დამტკიცებისათვის.
დაიწყეთახლად მონათლულ წევრებზე მზრუნველობა
შეხვდით ახლად მონათლულ ოჯახს, რომელიც ტაძარში მიდის მათი გადარაცვლილი ოჯახის წევრებისთვის ნათლობის წეს-ჩვეულების შესასრულებლად.
უყურეთ ახლა