FamilySearch-ის მონაცემთა დაცვის შეტყობინება

განახლებულია 2025-01-14

FamilySearch International არის იუტას არასამეწარმეო (არაკომერციული) კორპორაცია, თავისი ძირითადი ოფისებით სოლთ-ლეიქ სითიში, აშშ ("FamilySearch“), რომელიც ემსახურება ოჯახის ისტორიისა და გენეალოგიურ კვლევას. როდესაც მითითებულია „ჩვენ“ ან „ჩვენს“, ჩვენ ვგულისხმობთ FamilySearch-ს. ამ შეტყობინებაში ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

ჩვენს ვებგვერდზე და აპლიკაციებზე ონლაინ ანგარიშის შექმნა („ვებგვერდი“) ან სხვაგვარად მონაცემების გაგზავნა FamilySearch-ში საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ წვდომა ჩვენ მიერ შემოთავაზებულ სერვისებსა და ვებგვერდზე, მათ შორის, ოჯახური ხის შექმნა; ოჯახის წევრებთან დაკავშირება; და ოჯახის ფოტოების, ციფრული ჩანაწერების, ჩაწერილი ზეპირი ისტორიების და სხვა სამახსოვრო ნივთების წვდომა და გაზიარება, რომლებიც თქვენ ან თქვენი ნათესავების მიერ იქნა წარდგენილი ან რომლებიც მოპოვებულია საჯარო და ისტორიული წყაროებიდან მსოფლიო მასშტაბით.

FamilySearch-ი პატივს სცემს იმ პირთა კონფიდენციალურობას, რომლებიც იყენებენ ჩვენს ვებგვერდს. ამ მონაცემთა დაცვის შეტყობინებაში ჩვენ მივუთითებთ ჩვენ მიერ შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს, პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველს და მონაცემთა დამუშავების პირობებს თქვენი უფლებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ მოგიწოდებთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს მონაცემთა დაცვის შეტყობინება, სანამ პერსონალურ მონაცემებს ჩვენთან გამოგზავნით. ვინაიდან ჩვენი ვებგვერდის ფუნქციონირება დამოკიდებულია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე  FamilySearch-ის გამოყენების წესებისა და კონტენტის წარდგენის ხელშეკრულების შესაბამისად, გთხოვთ, ასევე ყურადღებით წაიკითხოთ ეს დოკუმენტები.

1.  ვინ აკონტროლებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

როდესაც თქვენ აზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენს ვებგვერდზე ან ჩაერთვებით ჩვენთან ურთიერთქმედებაში ან კომუნიკაციაში, ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, როგორც მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი.

FamilySearch-ი დაკავშირებული და სარგებლობს უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის („ეკლესია“) მხარდაჭერით, როგორც საჯარო სამსახური. ჩვენს ვებგვერდზე ონლაინ ანგარიშის შექმნა არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მხარს უჭერთ ან სხვაგვარად ხართ დაკავშირებული ეკლესიასთან.

2.  რა სახის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ?

ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც (ა) თქვენ წარადგენთ; (ბ) სხვა მომხმარებლები წარადგენენ; (გ) ჩვენ ვწერთ; და (დ) მოვიპოვებთ მესამე მხარისგან.

ა. თქვენ მიერ წარდგენილი მონაცემები. თქვენ გვაწვდით პერსონალურ მონაცემებს და ჩვენ, შეიძლება, შევაგროვოთ თქვენ მიერ წარდგენილი პერსონალური მონაცემები, როდესაც თქვენ შექმნით ანგარიშს ჩვენს ვებგვერდზე, მოითხოვთ FamilySearch-ის მასალებს, მოითხოვთ წვდომას FamilySearch-ის სერვისებზე ან ვებგვერდზე, გაგზავნით ან ატვირთავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს FamilySearch-ის ფუნქციებში ან ვებგვერდზე (მაგ., თქვენი ოჯახური ხის შექმნა), ან ჩაერთვებით სხვა ურთიერთქმედებაში ან კომუნიკაციაში FamilySearch-თან. როდესაც თქვენ კონტაქტში შემოდიხართ FamilySearch-თან და ქმნით ანგარიშს, ჩვენ, როგორც წესი, ვამუშავებთ თქვენს სახელს, დაბადების თარიღს, მობილურის ნომერს, ელფოსტის მისამართს, ადგილმდებარეობას (მაგ., ქვეყანა) და სქესს. თქვენ ასევე შეგიძლიათ ანგარიშისა და რეგისტრაციის მონაცემების გაგზავნა დასამუშავებლად, მაგალითად, თქვენი მომხმარებლის სახელი, ანგარიშის სახელი, პაროლი, ელფოსტის მისამართი და პარამეტრები და პრიორიტეტები.

როდესაც ჩვენს სერვისებს იყენებთ, თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ დამატებითი ინფორმაციის გაგზავნა FamilySearch-ის სხვა გენეალოგიურ აქტივობებში თქვენი ინიციატივით მონაწილეობის მიზნით, მათ შორის, პირადი გენეალოგიური მონაცემები (მაგ., ცხოვრების მონახაზი, ცხოვრებისეული მოვლენები, ალტერნატიული სახელები, ოჯახური კავშირები, ცხოვრებისეული ფაქტები, მოგონებები, ბიოგრაფიული ინფორმაცია), ფოტოები, სამახსოვრო ნივთები, ჩანაწერები და ისტორიული ინფორმაცია თქვენსა და თქვენი ახლობლების შესახებ. თქვენ ირჩევთ, თუ რომელ პერსონალურ მონაცემებს გზავნით და, ზოგიერთ შემთხვევაში, შეგიძლიათ აირჩიოთ ისეთი ინფორმაციის გაგზავნაც, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემად, მაგალითად, ეთნიკური წარმომავლობა, რასა, ეროვნული წარმომავლობა, რელიგიური კუთვნილება, მოქალაქეობა, სამედიცინო ინფორმაცია ან საემიგრაციო სტატუსი. თუმცა, თქვენ არ უნდა გაგზავნოთ ან გააზიაროთ რამე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები სხვა პირების შესახებ, თუ ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან.

ბ. სხვა მომხმარებლების მიერ წარდგენილი მონაცემები. როგორც ამას უფრო დეტალურად განვმარტავთ სექციაში „ვის ვუზიარებთ პერსონალურ მონაცემებს?“, FamilySearch-ის პლატფორმა საშუალებას აძლევს ვებგვერდის სხვა მომხმარებლებს, მაგალითად თქვენს ნათესავებს, წარადგინონ თქვენი პერსონალური მონაცემები (რომელიც არ წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს), როგორც ოჯახური ხის ნაწილი ან სხვა შეზღუდულ ფუნქციებში. ოჯახის წევრების შესახებ ძირითადი ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა არსებითია გენეალოგიური კვლევის ჩასატარებლად და მკვლევრების საკუთარ ოჯახურ ხეებთან დასაკავშირებლად. როდესაც მომხმარებელი ოჯახურ ხეში შეიტანს ისეთი ადამიანის პერსონალურ მონაცემებს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია („ცოცხალი მონაცემები“), ეს ცოცხალი მონაცემები, თავდაპირველად, მხოლოდ თავად მომხმარებლისთვისაა ხილვადი. ზოგიერთ შეზღუდულ შემთხვევაში, მომხმარებელმა, შესაძლებელია, აღნიშნული მონაცემები გააზიაროს ვებგვერდის შეზღუდულ სივრცეებში მომხმარებელთა შეზღუდულ რაოდენობასთან დახურული ჯგუფის ფარგლებში, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ მოწვევით. თითოეული მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი ნებისმიერი ცოცხალი მონაცემების დამუშავებაზე, რომელსაც ისინი აგზავნიან ან აზიარებენ ვებგვერდზე, და ამას გააკეთებენ მხოლოდ პირადი მიზნებისთვის, საკუთარი ოჯახის ისტორიის დოკუმენტირებისა და გამოკვლევის მიზნით, როგორც ამას მოითხოვს კონტენტის წარდგენის შეთანხმება და გამოყენების წესები

გ. ჩვენ მიერ ჩაწერილი მონაცემები და ქუქი-ფაილები. როდესაც თქვენ ეწვევით ჩვენს რესურსებს, ჩვენმა სერვერებმა (ლოგ-ფაილებისა ან ფილტრაციის სისტემების გამოყენებით) შეიძლება შეაგროვონ ინფორმაცია, რომელსაც თქვენი ბრაუზერი აგზავნის ნებისმიერ დროს, როდესაც თქვენ ვებგვერდს ეწვევით. ეს ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს, თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის მისამართით (IP მისამართი), ბრაუზერის ტიპით, ოპერაციული სისტემით, ენის პრიორიტეტებით, გვერდებით, რომელთაც ეწვიეთ ჩვენს გვერდზე შესვლამდე, თითოეული ვიზიტორის მოთხოვნის თარიღითა და დროით, ინფორმაციით, რომელსაც თქვენ ეძებთ ჩვენი რესურსების გამოყენებით და ქუქი-ფაილების ან მსგავსი ტექნოლოგიებით შეგროვებული სხვა ინფორმაციით. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ქუქი-ფაილების პრიორიტეტების ფუნქციას („ქუქის პრიორიტეტები“), რომელიც გამოქვეყნებულია თითოეულ ჩვენს მობილურ აპლიკაციაში და ჩვენი ვებგვერდების ქვედა კუთხეში. ქუქის პრიორიტეტები საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ ჩვენ მიერ გამოყენებული ქუქი-ფაილების ტიპები. თუ არ ეთანხმებით ქუქი-ფაილებს, შესაძლოა, ვერ შეძლოთ ჩვენი გვერდების ან აპლიკაციების ზოგიერთი განყოფილების ან ფუნქციის გამოყენება, როგორც ეს ასახულია ქუქის პრიორიტეტებში. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ გამორთოთ გარკვეული ქუქი-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებგვერდის ძირითადი ფუნქციებისთვის. ჩვენი ვებგვერდის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ქუქი-ფაილების გამოყენებას, როგორც ეს აღწერილია ქუქის პრიორიტეტებში. თქვენ შეგიძლიათ, უარი თქვათ ჩვენს ვებგვერდზე გამოყენებული გარკვეული ქუქი-ფაილების გამოყენებაზე ამ გვერდის ბოლოში მდებარე ქუქის პრიორიტეტების ბმულზე დაწკაპუნებით.

დ. მესამე მხარის მონაცემები. თუ თქვენ ხართ ეკლესიის წევრი და ითხოვთ, რომ თქვენი FamilySearch-ის ანგარიში დაკავშირებული იყოს თქვენს ეკლესიის ონლაინ ანგარიშთან, ჩვენ შეიძლება მივიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემები (მაგ., ეკლესიის წევრობის მონაცემები და ეკლესიის ანგარიშის მონაცემები) შესაბამისი ეკლესიის დანაყოფისგან.

რამდე��ადაც ნებადართულია მოქმედი კანონმდებლობით, ჩვენ ასევე შეიძლება, მოვიპოვოთ თქვენ შესახებ გენეალოგიური და ისტორიული პერსონალური მონაცემები არქივებიდან ან სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან.

3. როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

ჩვენ, უმეტეს შემთხვევაში, თქვენს პერსონალურ მონაცემებს ავტომატური საშუალებების გამოყენებით ვამუშავებთ (ავტომატური დამუშავება), თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ავტომატური საშუალებების გამოყენების გარეშეც (ხელით დამუშავება) ან ავტომატური და ხელით დამუშავების საშუალებების კომბინაციით (შერეული დამუშავება).

დამუშავების ოპერაციები, რომლებსაც ჩვენ ვასრულებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე მუშაობისას, შეიძლება, მოიცავდეს შემდეგს: შეგროვება, ჩაწერა, ორგანიზება, სტრუქტურირება, შენახვა, ადაპტირება ან შეცვლა, ანალიზი, მოძიება, კონსულტაცია, გამოყენება, გადაგზავნა (გადაცემა, წვდომა, გამჟღავნება), მათ შორის, საზღვარგარეთ გადაცემები, როგორც ეს აღწერილია ამ შეტყობინებაში, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება ან გაერთიანება, წარმოებული მონაცემების გენერირება, შეზღუდვა, წაშლა ან განადგურება.

4.  რა მიზნით ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს?

თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ ვებგვერდთან და FamilySearch-ის მიერ შემოთავაზებულ სერვისებთან დაკავშირებული შემდეგი მიზნებისთვის:

  • გენეალოგიის/ოჯახური ისტორიის კვლევა: ტრენინგის, რესურსებისა და ხელსაწყოების უზრუნველყოფა, რათა დაგეხმაროთ თქვენ და თქვენს ნათესავებს თქვენი წინაპრებისა და წარმომავლობის მიკვლევაში, თქვენი ოჯახური ხის შექმნაში, ოჯახის ისტორიის კვლევასა და ოჯახის წევრებთან დაკავშირებაში.
  • ისტორიული ჩანაწერების შენახვა: ისტორიული დოკუმენტების, ფოტოების, არტეფაქტებისა და საჯარო ჩანაწერების გაციფრულება და დაარქივება მომავალი თაობებისთვის.
  • ოჯახის ისტორიის ჩაწერაოჯახის მნიშვნელოვანი ისტორიის, ისტორიული და კულტურული ინფორმაციის ჩაწერა, რომელიც სხვაგვარად შეიძლება დაიკარგოს (მაგ., ზეპირი ისტორიები).
  • კომუნიკაცია და თანამშრომლობა: საშუალებას გაძლევთ, დაუკავშირდეთ და ითანამშრომლოთ სხვა მომხმარებლებთან ოჯახის ისტორიის კვლევისას, მაგალითად, ჩვენი განხილვის ფუნქცია.
  • საიტის ადმინისტრაცია:
    • თქვენს FamilySearch-ის ანგარიშზე და FamilySearch-ის სხვა აპლიკაციებსა და სერვისებზე თქვენი წვდომის ავთენტიფიკაციისთვის.
    • თქვენთან კომუნიკაციისთვის, თქვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემისა და ტექნიკურ, უსაფრთხოების ან სხვა ოპერაციულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად.
    • ჩვენი ვებგვერდის, ფუნქციების და სერვისების შესაქმნელად და გასაუმჯობესებლად, მათ შორის FamilySearch-ის ვებგვერდზე თქვენი აქტივობის ანალიტიკის თვალყურის სადევნებლად.
    • FamilySearch-ის ახალი აპლიკაციებისა და სერვისების შესახებ შეტყობინების მისაღებად, მონაწილეობისთვის მოსაწვევად და თქვენს ოჯახურ ხეში ახალი პოტენციური ნათესავების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად.
    • შეცდომების, თაღლითობის ან კრიმინალური აქტივობის თავიდან ასაცილებლად და ჩვენი გამოყენების წესების აღსასრულებლად.

5. რა არის ჩვენი სამართლებრივი საფუძველი თქვენი პერსონალური მონაცემების დასამუშავებლად?

ჩვენ ვცდილობთ, უზრუნველვყოთ ყველა ჩვენ მიერ შეგროვებული პერსონალური მონაცემების დასამუშავებლად აუცილებელი სამართლიანი და კანონიერი საფუძველი. ჩვენი დამუშავების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება განსხვავდებოდეს ვებგვერდის სივრცის; მიზნების, რომელთათვისაც ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, ნაწილში „რა მიზნებისთვის ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს“ აღწერილი მიზნების ჩათვლით; და თქვენი ტერიტორიის საზღვრებში ადგილობრივი სამართლებრივი მოთხოვნების მიხედვით.

ჩვენი ძირითადი სამართლებრივი საფუძველი მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის არის თანხმობა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ თქვენგან, როდესაც თქვენ ქმნით ანგარიშს ჩვენს ვებგვერდზე, პერიოდულად, როდესაც ატვირთავთ პერსონალურ ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე ან როდესაც ავსებთ სხვა ფორმებს თქვენი პირადი ინფორმაციით, რომელსაც უგზავნით FamilySearch.

ჩვენ ასევე შეიძლება, დავამუშაოთ პერსონალური მონაცემები, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი, როგორც არაკომერციული გენეალოგიური კვლევის ორგანიზაციის ლეგიტიმური ინტერესები, მათ შორის, როდესაც საჭიროა, უზრუნველგყოთ პლატფორმით გენეალოგიური კვლევის ჩასატარებლად და დოკუმენტირებისთვის, აუდიტის, მონაცემთა ანალიზის, სისტემის პრობლემების აღმოფხვრის, სამართლებრივი საჩივრებისა და მარეგულირებელი ვალდებულებებისთვის. თითოეულ შემთხვევაში, ჩვენ დავაბალანსებთ ჩვენს ლეგიტიმურ ინტერესებსა და თქვენს უფლებებსა და თავისუფლებებს და დავამუშავებთ მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია ზემოთ აღწერილი მიზნების განსახორციელებლად.

ჩვენი ვებგვერდის ზოგიერთ შეზღუდულ სივრცეში, ჩვენ უზრუნველვყოფთ დახურულ პლატფორმას, რომელშიც მომხმარებლებს უფლება აქვთ, სხვა მოწვეული მომხმარებლების მცირე ჯგუფს გაუზიარონ ცოცხალი მონაცემები, გენეალოგიური კვლევის ჩატარების საჭიროებისამებრ. მსგავს სივრცეებში FamilySearch-ი ამუშავებს მომხმარებლის მიერ გენერირებულ კონტენტს, რომელიც შეიცავს ცოცხალ მონაცემებს მომხმარებლების სახელით მომხმარებლის ინსტრუქციების შესაბამისად. ჩვენ არ ვამუშავებთ და არ ვიყენებთ ცოცხალ მონაცემებს ჩვენი მიზნებისთვის და არ განვსაზღვრავთ დამუშავების სამართლებრივ საფუძველს. თითოეული მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი ნებისმიერი ცოცხალი მონაცემების დამუშავებაზე, რომელსაც ისინი წარადგენენ ან აზიარებენ ვებგვერდზე. როდესაც მონაცემებს ერთ-ერთ ამ სივრცეში აგზავნით, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას, (მაგ., მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ან ჯგუფის ხეები) და შეხსენებას, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენ მიერ წარდგენილ ნებისმიერ ცოცხალ მონაცემზე. 

თქვენი ტერიტორიის ადგილობრივი სამართლებრივი მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ თქვენ ცოცხალ მონაცემებს წმინდა პირად ან საყოფაცხოვრებო საქმიანობასთან დაკავშირებით ამუშავებთ, შესაძლოა არ შეგეხოთ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნები. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ უნდა გქონდეთ უფლება ან ნებართვა, რომ ნებისმიერი ცოცხალი მონაცემი სხვა მომხმარებლებს გაუზიაროთ თანახმად FamilySearch-ის კონტენტის წარდგენის შეთანხმებისა და გამოყენების წესებისა.  

6. ვის ვუზიარებთ პერსონალურ მონაცემებს?

თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარება ან შეზღუდოთ ინფორმაცია, რომლის გაზიარებაც შეგვიძლია თქვენი პროფილის პრიორიტეტების შეცვლით ან ქვემოთ მოცემული ინფორმაციის გამოყენებით ჩვენთან დაკავშირებით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს სხვა მხარეებს შემდეგ გარემოებებში ვუზიარებთ:

ა. დამოუკიდებელი სერვის პროვაიდერები. ჩვენ შეიძლება, მივაწოდოთ პერსონალური მონაცემები, მათ შორის ზოგიერთი ან ყველა კატეგორიის ჩათვლით, რომელიც იდენტიფიცირებულია ამ შეტყობინებაში, მესამე მხარეებს, რათა შეასრულონ ფუნქციები ჩვენი სახელით, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირებმა ან ქვედამმუშავებლებმა (მაგალითად, გადახდის დამუშავება, ტექნიკური მომსახურება, უსაფრთხოება, მონაცემთა ანალიზი, ჰოსტინგი, საზომი სერვისები, მონაცემების საფუძველზე აგებული სოციალური მედიის შეტყობინებების გაგზავნა, გამოკითხვები და სხვა). ასეთ შემთხვევებში, ამ შეტყობინებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ ხელშეკრულების საფუძველზე მოვითხოვთ სერვის პროვაიდერებისგან, რომ არ დაამუშაონ პერსონალური მონაცემები დამატებით (მათ შორის მარკეტინგული მიზნებისთვის) და არ გადასცენ სხვა მხარეებს. მესამე მხარეების სიის სანახავად, რომლებმაც შეიძლება შეაგროვონ თქვენი ზოგიერთი პერსონალური ინფორმაცია ქუქი-ფაილების გამოყენებით, იხილეთ ქუქის პრიორიტეტები. 

ბ. ეკლესიასთან აფილირებული ორგანიზაციები. რიგ შემთხვევებში, ჩვენ შეიძლება ჩვენი სერვისების განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით სპონსორ საეკლესიო ორგანიზაციებს გავუზიაროთ შეზღუდული პერსონალური მონაცემები, მაგალითად, FamilySearch-ის ვებგვერდზე თქვენი აქტივობის ანალიტიკა და მონაცემები. ასეთ შემთხვევებში, პერსონალური მონაცემები იქნება ანონიმური, რამდენადაც ეს შესაძლებელია. FamilySearch-მა შეიძლება ასევე გამოიყენოს ზოგიერთი საერთო საეკლესიო რესურსი (მაგ., პროგრამული უზრუნველყოფა) პერსონალური მონაცემების სამართავად, მაგრამ FamilySearch-ის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა ექნება მხოლოდ FamilySearch-ის პერსონალს, რომელსაც მათი ცოდნის კანონიერი საჭიროება აქვს FamilySearch-ის მიზნებიდან გამომდინარე ამ შეტყობინების შესაბამისად. თუ თქვენ ხართ ეკლესიის წევრი და თქვენი ეკლესიის წევრობის ინფორმაციას თქვენს FamilySearch-ის ანგარიშს ნებაყოფლობით დაუკავშირებთ, თქვენ ეთანხმებით, რომ FamilySearch-მა შეიძლება თქვენ მიერ წარდგენილი პერსონალური ინფორმაცია ეკლესიის ��ესაბამის დანაყოფებს გუაზიაროს, წეს-ჩვეულებებისა და სატაძრო სამუშაოების დოკუმენტირების მიზნით.

გ. ვებგვერდის მომხმარებლები. თქვენი კონფიდენციალურობის უკეთ დასაცავად, ჩვენ შევქმენით ვებგვერდი ისე, რომ მომხმარებლებს უფლება აქვთ, გააზიარონ ცოცხალი მონაცემები ვებგვერდის სხვა მომხმარებლებთან ვებგვერდის გარკვეულ შეზღუდულ სივრცეებში, რომლებიც ხელმისაწვდომია მხოლოდ მოწვევით. ამ შეზღუდულ სივრცეებში, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, რომ ზოგიერთი არასავალდებულო გენეალოგიური ინფორმაცია, რომელსაც თქვენ ვებგვერდზე ათავსებთ, ხელმისაწვდომი გახადოთ FamilySearch-ის სხვა მომხმარებლებისთვის (მაგალითად, ინფორმაცია, რომელსაც ატვირთავთ თქვენს ოჯახურ ხეზე). თქვენი მოთხოვნის ან მოქმედების გარეშე, FamilySearch-ი თქვენ მიერ მოწოდებულ ცოცხალ მონაცემებს არ გახდის ხელმისაწვდომს თქვენ, ანუ გამომგზავნის, გარდა არავისთვის. თქვენ უნდა აირჩიოთ, გსურთ თუ არა მისი ხელმისაწვდომობა (მაგ., როცა უერთდებით ჯგუფს და აზიარებთ პერსონალურ მონაცემებს ამ ჯგუფში). გაითვალისწინეთ, რომ საჯარო ხეზე გარდაცვლილ ადამიანს არ უნდა მიამაგროთ მოგონებები, რომლებიც შეიცავს ცოცხალ მონაცემებს. FamilySearch-ი ცდილობს, შეზღუდოს სიტუაციები, რომელთა დროსაც შეგიძლიათ გააზიაროთ ცოცხალი მონაცემები, რათა დაცული იქნას მოქმედი კანონები და თქვენი ნათესავების კონფიდენციალურობა.

როგორც ზემოთ აღინიშნა, თითოეული მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი ნებისმიერი ცოცხალი მონაცემების დამუშავებაზე მის მიერ, რომელსაც ის წარადგენს ან აზიარებს ვებგვერდზე. როდესაც თქვენ ირჩევთ ცოცხალი მონაცემების გაზიარებას სხვა მომხმარებლებთან, თქვენ ადასტურებთ, რომ პასუხისმგებელი ხართ მსგავს მონაცემებზე; რომ თქვენ გაქვთ უფლება ან ნებართვა, გაუზიაროთ ეს მონაცემები სხვა მომხმარებლებს FamilySearch-ის კონტენტის გაგზავნის შეთანხმებისა და გამოყენების წესების შესაბამისად; რომ თქვენ აზიარებთ ასეთ მონაცემებს მხოლოდ პირადი და გენეალოგიური კვლევის მიზნებისთვის; და რომ ასეთი გაზიარება შეესაბამება მოქმედ კანონებს.  

თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ პერსონალური მონაცემების ხილვადობა FamilySearch-ის სხვა მომხმარებლებისთვის ან საზოგადოებისთვის ნებისმიერ დროს თქვენი კონფიდენციალურობის პარამეტრების შეცვლით ან ქვემოთ მოცემული ინფორმაციის გამოყენებით ჩვენთან დაკავშირებით. ცოცხალი მონაცემების შემცველი ყველა მოგონება პარამეტრებიდან უნდა იყოს დაყენებული როგორც „კონფიდენციალური“. 

თუმცა FamilySearch-ს შეუძლია, საჯარო და ისტორიული წყაროებიდან მიღებული გარკვეული პერსონალური მონაცემები საჯარო გახადოს, როდესაც ნებადართულია შესაბამისი ადგილობრივი კანონმდებლობით.

დ. სამართლებრივი მოთხოვნები. ჩვენ გვაქვს წვდომა და შეგვიძლია, თქვენი პერსონალური მონაცემები, პოსტები, ონლაინ მიმოწერები, პერსონალური ჩანაწერები, მასალა ან სხვა განთავსებული ინფორმაცია მესამე მხარეს გავუმჟღავნოთ, თუ ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს სასამართლო ან ადმინისტრაციული ბრძანება, ან კანონით სხვაგვარად არის მოთხოვნილი. გარდა ამისა, ჩვენ შეიძლება, თქვენი პერსონალური მონაცემები და სხვა ინფორმაცია ვაჩვენოთ კანონის შესაბამისად ან კანონიერი უფლებების განსახორციელებლად ან დასაცავად; ვალდებულებებთან დაკავშირებული სიფრთხილის ზომების მისაღებად; ნებისმიერი ფიზიკური პირის ან ფართო საზოგადოების უფლებების, საკუთრების ან რესურსის უსაფრთხოების დასაცავად; ჩვენი სერვისების ან ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისა და მთლიანობის შესანარჩუნებლად და დასაცავად; და ჩვენი სერვისების თაღლითური, შეურაცხმყოფელი ან უკანონო გამოყენებისგან თავის დასაცავად; რათა გამოვიძიოთ და დავიცვათ თავი მესამე მხარის პრეტენზიებისა თუ ბრალდებებისგან; ან ხელისუფლების სამართალდამცავი ორგანოების დასახმარებლად.

7. სად ვინახავთ პერსონალურ მონაცემებს?

ჩვენ შეიძლება, თქვენი პერსონალური მონაცემები შევინახოთ თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მათ შორის, შეერთებულ შტატებში, სერვერებზე, ღრუბლოვანი საცავის საშუალებით ან FamilySearch-ის და მასთან დაკავშირებული სპონსორების ობიექტებში. სხვა ტერიტორიის ფარგლებში გადაცემული პერსონალური მონაცემების ადეკვატური დაცვის უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვაფორმებთ მონაცემთა გადაცემის და დამუშავების ხელშეკრულებებს FamilySearch-სა და ჩვენს სერვის პროვაიდერებს, აფილირებულ ობიექტებსა და არქივებს შორის, როცა ამას კანონი მოითხოვს. ეს გადაცემის ხელშეკრულებები მოიცავს ევროკომისიის მიერ დამტკიცებულ სტანდარტულ საკონტრაქტო პუნქტებს ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად ან სხვა დებულებებს, როგორც ამას შესაბამისი კანონმდებლობა მოითხოვს (რომლის გაცნობის უფლებაც შეიძლება, გქონდეთ, თუ დაგვიკავშირდებით ამ შეტყობინების ბოლოს მოცემული ინფორმაციის გამოყენებით).

8. როგორ ვიცავთ პერსონალურ მონაცემებს?

ჩვენ ვიყენებთ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, რათა დავიცვათ ჩვენ მიერ მიღებული პერსონალური მონაცემები დაკარგვის, ბოროტად გამოყენებისა და არაავტორიზებული ცვლილებისგან და დავიცვათ მათი კონფიდენციალურობა. ჩვენ რეგულარულად განვიხილავთ უსაფრთხოების პროცედურებს და ვითვალისწინებთ უსაფრთხოების უახლეს ტექნოლოგიებსა და მეთოდებს. ჩვენ ასევე ვიყენებთ დაშიფვრის თანამედროვე ტექნოლოგიას, რათა დავშიფროთ მონაცემების გადაცემა ჩვენს სისტემაში შესვლის გვერდებზე. თუმცა, იმის გამო, რომ დაშიფვრის ამ ტექნოლოგიების სრული უსაფრთხოების გარანტირება არ შეგვიძლია, გთხოვთ, პერსონალური მონაცემების ონლაინ გაგზავნისას გამოიჩინოთ სიფრთხილე.

9. რამდენ ხანს ვინახავთ პერსონალურ მონაცემებს?

ჩვენ გონივრული ვადით ვინახავთ შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, ვებგვერდის მეშვეობით შეგროვებულ ინფორმაციას და სხვა წარდგენილ ინფორმაციას, რათა განვახორციელოთ ზემოხსენებული დამუშავების მიზნები. ამის შემდეგ ჩვენ ამ ინფორმაციას კანონით მოთხოვნილი ვადით ვაარქივებთ. როდესაც დაარქივება აღარ არის საჭირო, ჩვენ ვშლით პერსონალურ მონაცემებს ჩვენი ჩანაწერებიდან შესაბამისი კანონმდებლობით მოთხოვნილ ვადაში შეზღუდული ისტორიული პროფილის ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების გარდა, რომლებიც ინახება მუდმივ გენეალოგიურ ან ისტორიულ ჩანაწერებში.

10. როგორ შეგიძლიათ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა და მათი შესწორება?

ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ პერსონალური მონაცემების სიზუსტე და დაგეყრდნოთ თქვენ, რათა უზრუნველვყოთ, რომ თქვენი პერსონალური და ნებისმიერი ცოცხალი მონაცემი, რომელსაც თქვენ წარადგენთ, არის სრული და ზუსტი. თქვენ შეგიძლიათ, მოითხოვოთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე და გადაამოწმოთ, შეასწოროთ ან განაახლოთ ისინი და შეზღუდოთ მათი ხილვადობა ვებგვერდზე რეგისტრაციით თქვენი პროფილის ან FamilySearch ანგარიშის მეშვეობით, ვითარებიდან გამომდინარე. ამ ვარიანტების გადასახედად, გთხოვთ, ეწვიოთ თქვენი FamilySearch-ის ანგარიშის პარამეტრებს აქ.

იმ ტერიტორიის სამართლის მიხედვით, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, მომხმარებელთა დაცვის ან პერსონალური მონაცემების დაცვის კანონები შესაძლოა განიჭებდეთ დამატებით უფლებებს თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით, . თქვენ შეგიძლიათ, დამატებითი კანონიერი უფლებების გამოყენების მიზნით, ქვემოთ მოწოდებული ინფორმაციის საშუალებით დაგვიკავშირდეთ. ასეთი უფლებები შეიძლება მოიცავდეს:

  • ინფორმაციის მიღების უფლებას, მათ შორის იმ პერსონალური მონაცემების ასლის მოპოვებას, რომლებსაც ჩვენ თქვენ შესახებ ვფლობთ;
  • პერსონალურ მონაცემებზე წვდომისა და წაშლის უფლებას;
  • პირადი მონაცემების შესწორების უფლებას;
  • მონაცემთა გადატანის უფლებას; და
  • შემდგომ დამუშავებაზე უარის თქმის ან დამუშავების შეზღუდვის უფლებას.

ამ უფლებების ზუსტი ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს ტერიტორიის მიხედვით. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნებისმიერი კითხვით ან ამ უფლებების გამოსაყენებლად.

თქვენ ასევე შეიძლება გქონდეთ უფლება, ზედამხედველ ორგანოში შეიტანოთ საჩივარი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

თუ სხვა მომხმარებელი ამუშავებს ან აზიარებს თქვენს პირად ინფორმაციას, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ამ მომხმარებელს, რათა სთხოვოთ, წაშალოს ან შეასწოროს ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც მათ წარადგინეს ან გააზიარეს თქვენ შესახებ. თითოეული მომხმარებელი პასუხისმგებელია ნებისმიერი ცოცხალი მონაცემების საკუთარ დამუშავებაზე, რომლებსაც ისინი სხვა ადამიანების შესახებ წარადგენენ ან აზიარებენ ვებგვერდზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ პირდაპირ ქვემოთ მოწოდებული საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით და ჩვენ შეგვიძლია, დაგეხმაროთ თქვენი პირადი ინფორმაციის შესწორებაში ან წავშალოთ ის მოთხოვნისთანავე.

თუ თქვენ გაქვთ პრობლემები თქვენი პერსონალური მონაცემების შეცვლასთან, წაშლასთან ან განახლებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ამ შეტყობინების ბოლოს მოცემული ინფორმაციის საშუალებით.

11. ძალაში შესვლის თარიღი და ცვლილებები.

ეს შეტყობინება ძალაშია 2025 წლის 14 იანვრიდან და შეიძლება დროდადრო შეიცვალოს ცვლილებები.

12. დაგვიკავშირდით.

ამ შეტყობინებასთან ან ჩვენ მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეკითხვები, შეგიძლიათ გაგზავნოთ ჩვენი ვებგვერდის, ფაქსის ან ფოსტის საშუალებით:

ვებგვერდი: FamilySearch.org/dataprivacy
ფაქსი:        +1-801-240-1187
ფოსტა:       FamilySearch Data Privacy Office
                  50 E North Temple Street
                  Salt Lake City, UT 84150-0005
                  USA

თუ თქვენ ცხოვრობთ ევროპის ეკონომიკურ ზონაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ FamilySearch GDPR Art. 27-ის წარმომადგენელს ფოსტით ან ელექტრონული ფოსტით:

ფოსტა: IITR Cert GmbH
Eschenrieder Str. 62 c, D-82194
Gröbenzell, Germany
ელფოსტა: privacy@FamilySearch.org