ბავშვებისა და ახალგაზრდების მომზადება სატაძრო გამოცდილებისთვის

„როდესაც ვაკვირდებოდით ახალგაზრდებს, რომლებიც ოჯახის ისტორიაზე მუშაობდნენ, ვხედავდით თუ როგორ განიცდიდნენ ისინი თითქმის მყისიერ სიხარულსა და ეზრდებოდათ თავდაჯერებულობა. ... ოჯახურ ისტორიას მოაქვს განმკურნებელი გავლენა და რწმენა იმისა, რომ თითოეული ადამიანი ძვირფასია ჩვენი ზეციერი მამის თვალში.“- პრეზიდენტი დალინ ჰ. ოუქსი, RootsTech-ის ოჯახური აღმოჩენის დღე, 2018 წ.

ქრისტეზე დაფუძნებული საძირკველის განმტკიცება

როგორ შეუძლიათ ხელმძღვანელებსა და მშობლებს დაეხმარონ 12 წლის ასაკს მიღწეულ ბავშვებს სატაძრო წეს-ჩვეულებებისა და აღთქმებისთვის მომზადებაში

მშობლებსა და დაწყებითი საზოგადოების ხელმძღვა��ელებს შეუძლიათ სისტემატურად ასწავლონ პროგრამა „მოდი და გამომყევი“-ში არსებული პრინციპები, რომლებიც ეხება სატაძრო მომზადებას (დანართი ა; დანართი ბ).

მშობლები „წეს-ჩვეულებები მზადაა“ ფუნქციის გამოყენებით თავიანთ შვილებს ეხმარებიან, მიიღონ ოჯახის წევრის სახელი და დაამატონ მათთვის ცნობილი ინფორმაცია საიტზე FamilySearch.org

მშობლები და ხელმძღვანელები ბავშვებთან ერთად მონაწილეობენ სატაძრო და მღვდლობის მოსამზადებელ შეხვედრაში.

ოჯახური გვარის ასისტენტი ახალგაზრდებისთვის

იხილეთ, დროულად როგორ დაეხმაროთ ახალგაზრდებს, წარადგინონ ტაძარში საკუთარი ოჯახური ბარათები, ამ პროცესში კი თავი აარიდონ მომხმარებლის სახელთან და პაროლთან დაკავშრიებულ სირთულეებს.

დაიწყეთ