ჩემი მოწოდება: სატაძრო და ოჯახური ისტორიის კონსულტანტირაზეა მიმართული ჩემი ყურადღება?
როგორც მეურვეობის სატაძრო და ოჯახური ისტორიის კონსულტანტი, თქვენ ეხმარებით ინდივიდებსა და ოჯახებს ქრისტესთან მოსვლაში, როდესაც ისინი მონაწილეობენ ოჯახური ისტორიისა და სატაძრო სამუშაოში (ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო 25.2.4).
ქვემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯები დაგეხმარებათ დაწყებაში.


„უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის მოძღვრება ოჯახზეა ორიენტირებული“. ოჯახის შესახებ ჩვენი მოძღვრების აუცილებელი ნაწილი ტაძარია. იქ მიღებული წეს-ჩვეულებები საშუალებას გვაძლევს, მარადიულ ოჯახებად დავბრუნდეთ ჩვენი ზეციერი მამის სუფევაში“.
პრეზიდენტი დალინ ჰ. ოუქსი, ოჯახზე ორიენტირებული იესო ქრისტეს სახარება
პირველ რიგში, ყოველთვის მხსნელზე გაამახვილეთ ყურადღება
როდესაც წევრებს უფლის სახლში თაყვანისცემისა და წინაპრებისთვის წეს-ჩვეულებების შესრულებისკენ მოუწოდებთ, დაიწყეთ მხსნელით. გაგვიზიარეთ, თუ როგორ გვაკავშირებს ტაძრის აღთქმები და წეს-ჩვეულებები მხსნელთან, გვეხმარება ხელმძღვანელობისა და ნუგეშის შეგრძნებაში და გვაძლიერებს მისი მფარველობითა და ძალით.
რათა ჟამთა სისრულის წყობაში თავი მოუყაროს ქრისტეში ყოველივეს, რაც ცაშია და რაც დედამიწაზეა.
ეფესელთა 1:10
გამოიყენეთ „წეს-ჩვეულებები მზადაა“
დაეხმარეთ წევრებს გამოიყენონ წეს-ჩვეულებები მზადაა— უმარტივესი გზა ყველა წევრისთვის, რათა შეკრიბონ სხვები მხსნელთან იმ ადამიანების ოჯახური სახელების წარმატებით მოძიებით, რომლებსაც სჭირდებათ ხსნის სატაძრო წეს-ჩვეულებები. შეიტყვეთ მეტი
დაამატეთ ის, რაც იცით
წაახალისეთ ყველა წევრი, რომ თავიანთ ოჯახურ ხეს უბრალოდ დაამატონ ყველაფერი, რაც იციან — სახელები, ფოტოები, ცხოვრებისეული მოვლენები, ისტორიები და სხვა მოგონებები საყვარელ ადამიანებზე, რომელთა შეკრებაც მხსნელთან არის შესაძლებელი.
ხელმძღვანელებმა, რომლებიც ახალ წევრებსა და ახალგაზრდებს ტაძარში პირველი ნათლობისა და წევრად დამტკიცების გამოცდილებისთვის მომზადებაში ეხმარებიან, შეიძლება გამოიყენონგვარის დამხმარე.
ჩამოსატვირთი რესურსები
გაკვეთილიოჯახების გაერთიანება სამარადისოდ
ამ გაკვეთილის გეგმა დაგეხმარებათ სატაძრო და ოჯახური ისტორიის მსახურებით მიღებული კურთხევების სწავლებაში.
გაკვეთილზე გადასვლატრენინგები და რესურსები
შეიტყვეთ მეტი თქვენი მოწოდებისა და თქვენთვის ხელმისაწვდომი რესურსების შესახებ.