FamilySearch მოგონებების ძირითადი ფუნქციები

შემდეგი ფუნქციები დაგეხმარებათ, შექმნათ ახალი და ძველი ოჯახური ფოტოების, ისტორიების, დოკუმენტების და აუდიო ფაილების მემკვიდრეობის კოლექცია.

აღმოაჩინეთ თემის თეგების ძალა

მოგონებათა კოლექცია შესაძლოა მალე გაიზარდოს. თემების თეგების გამოყენება არის თქვენი ოჯახური საგანძურის კატეგორიებზე დაყოფისა და სიამოვნების მიღების მარტივი გზა.

მიანიჭეთ მომხმარებლის თეგი რამდენიმე სხვადასხვა მოგონებას, რათა ადვილად იპოვოთ ისინი. განიხილეთ ისინი, როგორც თქვენთვის საინტერესო თემებისა და სათაურების იარლიყებზე.

ოდესმე გაგიზიარებიათ ალბომი?

ალბომები შესანიშნავი საშუალებაა იმისთვის, რომ გააერთიანოთ და გააზიაროთ ადამიანებთან ან მოვლენებთან დაკავშირებული მოგონებები. სხვებთან გაზიარებულ ალბომში მოთავსებული მოგონებების დათვალიერება შესაძლებელია თითო-თითო ან სლაიდების სახით.

დააჯგუფეთ მოგონებები პიროვნების, ოჯახის, მოვლენის ან ნებისმიერი სხვა კატეგორიის მიხედვით. ეს არის წინაპრის ან ოჯახის წევრის ცხოვრების აღწერის შესანიშნავი საშუალება. ალბომებში შესაძლოა განთავსდეს ყოველგვარი მოგონებები - ფოტოები, ისტორიები, დოკუმენტები და აუდიო ფაილები და შესაძლოა მათი ნებისმიერი სახით დალაგება.

თქვენი საყვარელი მოგონებების იარლიყები

სანიშნეები არის იმ მოგონებებთან და ალბომებთან დამაკავშირებელი ბმულები, რომლების მონახულებაც მოგვიანებით გსურთ. სანიშნეები გალერეაშია მოთავსებული.

ადვილად დაუბრუნდით მნიშვნელოვან მოგონებებს და სხვების მიერ დამატებულ ალბომებსაც კი. ეს არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ფოტოებისა და ისტორიების ხელახლა აღმოსაჩენის მარტივი გზა.

შექმენით უფასო ანგარიში

გააადვილეთ ადამიანების პოვნა პიროვნების თეგების გამოყენებით

თეგების მონიშვნით თქვენ ამოიცნობთ მოგონებებში დაფიქსირებულ ადამიანებს. ეს მხოლოდ ერთ წუთს წაგართმევთ, მაგრამ მონიშვნის შემდეგ მისი პოვნა ოჯახისთვის გაცილებით ადვილი იქნება ახლა, მომავალში კი ოჯახურ ხეზე.

თეგის დასამატებლად დააჭირეთ ფოტოს ან აკრიფეთ სახელი გრაფაში „ვინ არის ამ მოგონებაში“. ვინმეს დათეგვით თქვენ ამ პროფილს მოგონებას ამატებთ.

შექმენით უფასო ანგარიში